სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გავრცელებას ედავება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი გენინსპექციამ თბილისის პროკურატურასთან თანამშრომლობით დააკავა.