2020 წლის 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, პირბადის ტარების წესის დარღვევის 831 შემთხვევა გამოვლინდა. ინტერპრესნიუსის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად დარღვევის 810 შემთხვევა ფიზიკურ პირზე მოდის ხოლო 1 იურდიული პირია.
კანონის თანახმად ფიზიკური პირი 20 ლარით ჯარიმდენა ხოლო საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას იწვევს.
გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევისთვის, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში, სულ 8 737 პირი დაჯარიმდა.
უწყების ცნობით, მათგან 8716 ფიზიკური პირი ხოლო 21 იურიდიული პირი გახლდათა. დაკისრებული ჯარიმის საერთო ოდენობამ კი 26 463 000 ლარი შეადგინა.