პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას უნამუსო უწოდა. დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოვლენების ექსკალაცია, ბორჯომში ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლას მოჰყვა. „გუშინდელ დღეს, ბორჯომში, მოვლენების ესკალაციას საფუძველი დაუდო თქვენმა და სერგო რატიანის ჩასვლამ და იქ საკითხისთვის პოლიტიკური ხასიათის მიცემამ“, - აღნიშნა გაბუნიამ, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მას უნამუსო უწოდა.