პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა.
ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. მათივე ცნობით, ის არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთანავე, დაკავებული არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა.
გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს მათ შორის ცეცხსასროლი იარაღის მართსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე.