გადაცემაში "ჩემი კითხვა" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.
ნინო ბურჭულაძის კითხვაზე, დაიცავს თუ არა მინისტრი "ბნელი ხევის" კულტურულ მემკვიდრეობას, მიხეილ გიორგაძემ პირდაპირ ეთერში დადო პირობა, რომ ის მსგავს შემთხვევაში საზოგადოების გვერდით დადგება.