ქუთაისში პიროტექნიკით დაშავებულ მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვს თითის რეპლანტაცია დასჭირდა. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით ქუთაისის ჰოსპიტალში ცხრა ადამიანი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის საავადმყოფოში ოთხი დაშავებული რჩება, რომელთაც სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. ამას გარდა, ქუთაისში, გასული 24 საათის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების 203 შემთხვევა იყო. პიროტექტნიკით დაზიანების გარდა, გამოძახებები გრიპის ვურუსსა და ალკოჰოლური თრობას უკავშირდებოდა.