საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში კინოთეატრების ფუნქციონირებაზე 35 წლიან აკრძალვას აუქმებენ და უკვე მომავალი წლის მარტში პირველი კინოდარბაზები გაიხსნება. კინოთეატრებზე ლიცენზიების გაცემა უკვე დაიწყო. 2030 წლისთვის კი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი კინოთეატრის გახსნა იგეგმება, ეს კი 2 000-მდე დარბაზია. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი კინოთეატრებისგან წლიურ 24 მილიონ შემოსავალს და დამატებით 30 ათას სამუშაო ადგილს ელოდებიან.