მსოფლიოს უმსხვილესი სწრაფი კვების სარესტორნო ქსელი McDonald’s-ი შეფუთვის დიზაინს ცვლის. საუბარია, ბურგერების, სნეკების და სასმისების შეფუთვაზე. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Pearlfisher-ი ავრცელებს, რომელმაც განახლებულ დიზაინზე იმუშავა. აღსანიშნავია, რომ McDonald’s-მა შეფუთვა ბოლოს 5 წლის წინ შეცვალა.
დიზაინის შემქმნელებმა უარი თქვეს მსხვილ შრიფტზე. მათ ნაცვლად გაჩნდება გრაფიკული გამოსახულებები. მაგალითად, ფილე-ო-ფიშის შეფუთვაზე დახატული იქნება ზღვის ტალღები, ხოლო კარტოფილი ფრის შეფუთვა შიგნიდან შეიცვლება და იქ გაჩნდება ყვითელი ზოლები, რომლებიც კარტოფილის ნაჭრების მსგავსი იქნება.
ცნობისთვის, ბოლოს McDonald’s-ში რებრენდინგი 2016 წელს მოხდა. მაშინ კომპანიამ უარი თქვა ილუსტრირებულ შეფუთვებზე მსხვილი წარწერების სასარგებლოდ. მანამდე კი შეფუთვა შეიცვალა 2013 წელს.