აშშ-სა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, პირველად ისტორიაში ჩინეთი ამერიკული ბრინჯის იმპორტს მოახდენს. ჩინეთი აშშ-სთან შედარებით 20-ჯერ მეტ ბრინჯს აწარმოებს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ბრინჯის ნომერ პირველი მომხმარებელია, ქვეყანა უკანასკნელ წლებში ბრინჯის იმპორტს ზრდის. აღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთი არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკას ახორციელებს. გარდა ამისა, ტრამპმა ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან ეკონომიკური კავშირის გამო ღიად გააკრიტიკა. უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საქონლით ვაჭრობა გაზრდილია.