გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - რედისონ ბლუ გუდაური 2018 წელს გაიხსნება. სასტუმროს მშენებლობას კარლსონ რეზიდორ ჰოტელ გრუპი კომპანია რედკოსთან ერთად განახორციელებს. "რედისონ ბლუ გუდაური" პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო იქნება მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.