ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს. ეს ინიციატივა საბჭოს წარმომადგენელმა მამუკა გონგაძემ პარლამენტში დააყენა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. “წელს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ჩვენი ინიციატივაა, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს - ძველ დროშასა და გერბს ისტროული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს და ისევე იყოს დაცული, როგორც დაცული უნდა იყოს სახელმწიფო დროშა“, - განაცხადა მამუკა გონგაძემ.