ჩინეთის პროვინცია გუანსიში მდებარე ქალაქ ლუჩჟოუს მახლობლად მსოფლიოში პირველი ტყის ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ახალი დასახლების მშენებლობა ჩინეთის მთავრობის გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის პროექტის ნაწილია. ქალაქი და მისი ინფრასტრუქტურა იტალიურმა დიზაინერულმა კომპანიამ Stefano Boeri Architetti-მ მოამზადა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროექტებითაა ცნობილი.