თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეგვიძლია მეტი იმპროვიზირება და საკუთარი თავის უკეთ გამოხატვა. ახლა ეს არამარტო ჩაცმის სტილით შეგვიძლია, არამედ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. წარმოგიდგენთ პირველ ციფრულ სამკაულს, რომლის შეცვლა დღეში რამდენჯერმე შეგვიძლია ჩვენი განწყობის შესაბამისად. დიზაინერების გუნდმა კლაისკური მრგვალი გულსაბნევი გაათანამედროვა და მომხმარებელს მისცა საშუალება მობილური აპლიკაციის მეშვეობით სურვილისამბერ სხავადსხვა სურათისა თუ მოძრავი ნახატის გამოსახვის საშუალება. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, გარდა იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოსახოთ საყვარელი მუსიკოსი, სურათი ან რომელიმე დიზაინერის ნამუშევარი, აპლიკაციის მეშვეობით თავად შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ნამუშევარი. გულსაბნების დამაგრება შეიძლება ისევე როგორც ტანისსამოსზე ასევე ჩანთაზე ან ყელსაბამის სახტ გამოყენება.