Pixar-მა ძაღლის და კატის მეგობრობაზე მულტფილმი გადაიღო - Palitra News

Pixar-მა ძაღლის და კატის მეგობრობაზე მულტფილმი გადაიღო

2019-03-08 13:38:15+04:00

სტუდია Pixar-მა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი Kitbull-ი გამოუშვა. ის კეთილი პიტბულის და ქუჩის კატის ისტორიას გვიყვება. მის შექმნაზე როსანა სალივანი და ქეთრინ ჰენდრიქსონი ზრუნავდნენ. Kitbull - პროექტ SparkShorts-ის ნაწილია, რომლის ფარგლებში სტრიმინგ სერვის Disney+-ზე ქვეყნდება საავტორო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები.