ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ უზარმაზარ დათვს, შედარებით მცირე ზომის მელას, ძაღლს და ენოტს ერთი წინაპარი ჰყავდათ, რომელიც დაახლოებით 30 მლნ. წლის წინ სახლობდა თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე, ძაღლს არ აღემატებოდა გაბარიტებით და ბრწყივალედ ცოცავდა ხეზე. თუმცა, ევოლუციის პროცესში ცხოველმა სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა, მნიშვნელოვნად "გამსხვილდა" და გავრცელების არეალიც გააფართოვა. მართალია, დათვის რამდენიმე სახეობა, მათ შორის ყველაზე დიდი - გამოქვაბულის დათვი დიდი ხნის წინ გადაშენდა, მაგრამ შემორჩა გრიზლი - მურა დათვის ჩრდილოამერიკული ქვესახეობა, რომელიც პლანეტის ყველაზე სასტიკი და აგრესიული ცხოველების ათეულის საპატიო წევრია და აბსოლუტურად ამართლებს საკუთარ ლათინურ სახელწოდებას - Horribilis (ჰორიბლის) რაც თარგმანში "საშიშს" ან "მრისხანეს" ნიშნავს.