12:22
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პლასტიკის პარკების აკრძალვა შემსუბუქდა - რომელ პარკებზე არ გავრცელდება შეზღუდვები
25-11-2021

მთავრობამ პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაციები შეარბილა. კერძოდ, მთავრობის 19 ნოემბრის დადგენილებით, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა.

დადგენილების მიხედვით, გამონაკლისებს შორის, რომელთაც შეზღუდვები არ ეხება, ნარჩენებისთვის (ნაგვის) განკუთვნილი პარკებიც მოხვდა.

შესაბამისად, მთავრობის ბოლო ცვლილებით, „ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: საქონლის ან პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე; პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე; არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა პლასტიკის პარკებზე; თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე და ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები