იშვიათია ქალი, რომელიც გარეგნობაზე არ ზრუნავს . ჩვენს კანზე ყველაფერი აისახება: როგორც გარემო ფაქტორები, ცხოვრების წესი, ისე ჩვენი შინაგანი მდგომარეობა.
თანამედროვე დერმატოლოგიას თავის არსენალში აქვს საშუალებები, რომლებიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. პლაზმოთერაპია ეს არის საკუთარი სისხლის პლაზმის გამოყენება მიკროინექციების სახით კანის სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. პლაზმოთერაპიის შედეგები ნამდვილად გაგაოცებთ: კანი ხდება მკვრივი და ელასტიური, უმჯობესდება მისი ფერი და სტრუქტურა. სწორდება წვრილი ნაოჭები.