ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას პოლიტიკურ წრეებში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებას გამორიცხავს. მისი განცხადებით, ამ ტერიტორიებზე უარს ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის.
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე კი მიიჩნევს, რომ რასმუსენის განცხადება საინტერესო გამოსავალია, რადგან არაღიარების პოლიტიკა ძალაში დარჩება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კი დაჩქარდება.
ამავე აზრს იზიარებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე პრაგმატული პასუხი იმაზე, რა გამოწვევის წინაშეც საქართველო დგას.