პოლიციამ მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში,მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.