შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისა სავარაუდო იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.