10:38
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პოლიციამ თეთრ სახლთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
01-06-2020

პოლიციამ თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეებმა, რომლებიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, საგზაო ნიშნები და პლასტმასის ბარიერები დაახვავეს და ცეცხლი წაუკიდეს, ზოგიერთმა მათგანმა ახლომდებარე შენობიდან ამერიკის დროშა ჩამოხსნა და ცეცხლი წაუკიდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, დაკავების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს მიბჯენილი. მოგვიანებით გონდაკარგული ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

AutoPlay
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი პირვანდელი სახით აღდგება
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი - სკოლების დახურვა ბავშვების ჯანმრთელობას უფრო დიდ რისკს უქმნის, ვიდრე მათი გახსნა
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
ჯანმო-მ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა
გამოქვეყნდა 36 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა
გამოქვეყნდა 39 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები