შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს და 1996 წელს დაბადებული პიროვნებები ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულებმა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს და 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეები ცივი იარაღით დაჭრეს, ხოლო 1994 წელს დაბადებულ პირს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.