"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პოლიციას ჰქონდა ბრძანება, ბორჯომში მომხდარ დაპირისპირებაში არ ჩარეულიყო. დეკანოიძის თქმით, პოლიციას ჰქონდა ბრძანება, რომ დეპუტატი ნიკა მელია არ დაეცვა.დეკანოიძემ რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტის თავმჯდომარეს სიტუაციის შეფასებისკენ მოუწოდა, ასევე დაინტერესდა, "რატომ იყო გუშინ პოლიცია უმოქმედო".