მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე "ბახალა" სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგანაშვილს გირაო 20 000 ლარის ოდენობით შეეფარდა. მსახიობმა გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დაკავების დროს მასზე სამართალდამცავების მხრიდან მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების , კერძოდ კი ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა - შენახვას ედავება. დაცვის მხარე ამბობს, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკები დაკავებისას ჩაუდეს. მსახიობს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.