იტალიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს. ამის შესახებ სალომე ტეტუნაშვილის მეგობარმა, მაკა ხაჩოშვილმა palitravideo.ge-ს განუცხადა.
"სალომე კლინიკაში იმყოფებოდა. მას ტელეფონზე ველაპარაკე, დამიდასტურა, რომ ნამდვილად ის იყო. ნახევარი საათის შემდეგ კი დამიკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და მითხრა, რომ ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და რომ ამ წუთებში ქუჩაშია. ლოკაცია გადმომიგზავნეს და მასთან ოჯახის წევრები მიდიან შესახვედრად", - ამბობს მაკა ხაჩოშვილი.