პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად ღია წერილი გაავრცელა, სადაც რუსეთი ნაცისტური გერმანიის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მორავეცკიმ 1945 წელს, ახალი ტრაგედიის დაწყება უწოდა.
"დასავლეთ ევროპისთვის ისტორიის ეს ტრაგიკული პერიოდი 1945 წელს დარულდა, მაშინ როცა ნაცისტური გერმანია დამარცხდა, მაგრამ ბევრი ევროპული სახელმწიფოსთვის, მშვიდობის გამოცხადება ტრაგედიის დასასრულს კი არა ახალი ტრაგედიის დასაწყისს ნიშნავდა",- წერს მორავეცკი. მისივე თქმით, ოსვენციმი საბჭოთა კავშირს არ გაუთავისუფლებია.
"სანამ პოლონელი ხალხი იმედით ელოდა დახმარებას, სტალინს არასდროს უბრძანებია წითელი არმიის ჩარევა. წითელ არმიას ბანაკის გათავისუფლება ნახევარი წლით ადრეც შეეძლო. მათ საშუალება მისცეს გერმანელებს უკან დაეხიათ და მოეხდინათ სიკვდილის მარშების ორგანიზება 1945 წლის იანვრამდე. ებრაელთა გადარჩენა არასდროს იყო პრიორიტეტი სტალინისა და წითელი არმიისთვის", - ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, ისრაელში გამართულ ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟჯეი დუდა პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. მისი თქმით, მას არ სურს "პუტინის ტყუილებს უსმინოს".