მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს. აღნიშნული განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ კიევში, უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, არაფერი თქვენზე თქვენს გარეშე. მისივე განცხადებით, ვარშავისა და კიევის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში გამოიკვეთა, უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლობის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის დრო დადგა. დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა. პოლონეთის პრეზიდენტს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.