პოლონურმა ანტიმონოპოლიურმა რეგულატორმა UOKiK-მა რუსული „გაზპრომი“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საქმეში თანამშრომლობაზე უარის გამო 213 მილიონი ზლოტით ანუ 57 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.
რეგულატორის განმარტებით, საუბარია გამოძიებაზე, რომელიც გაზსადენის მშენებლობის რეგულატორის თანხმობის გარეშე დაფინანსებას ეხება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით UOKiK-მა ბრალდებები 6 კომპანიას წაუყენა.
„შარშან Gazprom-ისგან საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვითხოვეთ, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებაზე. ჩვენი აზრით, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომლის მიზანი მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლა იყო“, - ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
პოლონეთი მიიჩნევს, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.