23:42
4 დეკემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პოლონეთმა "გაზპრომი" 7,6 მლრდ, ხოლო "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ში" ჩართული კომპანიები 100 მლნ დოლარით დააჯარიმა
12-10-2020

პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა (UOKiK) მიიღო გადაწყვეტილება რუსული „გაზპრომის“ და მასთან კავშირში მყოფი 5 ევროპული კომპანიის დაჯარიმებაზე.

სამსახური ამ კომპანიებისგან ითხოვს გაწყვიტონ პარტნიორული ურთიერთშეთანხმება. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხუთ კომპანიას ჯამურად დაეკისრა 385 მილიონი ზლოტის ჯარიმა, რაც 100 მილიონი დოლარის ექვივალენტია, „გაზპრომი“ კი 29 მილიარდი ზლოტით ანუ 7 მილიარდ 600 მილიონი დოლარით დაჯარიმდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „გაზპრომის“ აქციებზე ფასი 1,6%-ით შემცირდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები