შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლების განვითარების მიზნით, პოლონეთისგან სასწავლო აღჭურვილობა გადაეცა. პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ვლადიმერ ბორცვაძეს აღჭურვილობის ჩუქების სერტიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადასცა. მინისტრის მოადგილემ პოლონურ მხარეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.