ივნისში წლიურმა ინფლაციამ 12.8%-ი შეადგინა - სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 21.8%-ით გაიზარდა.
ტოპ-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს შორის, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ლიდერობს ქლიავი, რომლის ფასიც 119.7%-ით არის გაზრდილი; მას მოსდევს ყურძენი - 89%-იანი გაძვირებით, მე-3 ადგილზეა მწვანე ლობიო - ფასის 73.3%-იანი მატებით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ატამი და საზამთრო იკავებენ, რომელთა ფასიც შესაბამისად, 69% და 59.6%-ით არის გაზრდილი.
გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: სიმინდის ფქვილი, კარტოფილი, პომიდორი, ბადრიჯანი და ხახვი. გაძვირებული პროდუქტების ათეულში არ მოხვდა, თუმცა, 36.2%-ით გაიზარდა პურის ფასი ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.