გერმანული კომპანია Porsche აცხადებს, რომ ჩილეში, ქალაქ პუნბტა-არენასში სინთეტიკური საწვავის (eFuel) მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან ასევე, Siemens-ი და კომპანია Highly Innovative Fuels-ი.
ქარხანა მუშაობას 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და წლიურად 130 ათას საწვავს, 2024 წლისთვის - 55 მილიონ ლიტრს, ხოლო 2026 წლისთვის - 550 მილიონ ლიტრს აწარმოებს.
Porsche-მ მიმდინარე წლის გაზაფხულზე სხვადასხვა შეჯიბრებებში უკვე დაიწყო Esso-ს ფირმის დაბალნახშიროჟანგიანი საწვავის გამოყენება, რომელიც დამზადებულია მცენარეულ ნედლეულზე. 2030 წლისთვის კომპანია გეგმავს გახდეს სრულიად ნახშირორჟანგ-ნეიტრალური.