უკვე შესაძლებელია თქვენი ელექტრონული ან ბას-გიტარით დაუკრათ როცა გინდათ და სადაც გინდათ, ყოველგავრი ზედმეტი მძიმე ტექნიკის გარეშე. წარმოგიდგენთ მუსიკოსებისთვის ნამდვილ საოცრებას, მინიატურულ გიტარის გამაძლიერებელს (კომბის) რომელიც მარტივად მაგრდება ინსტრუმენტზე, უკვაშირდება თქვენს სმარტფონს და გაძლევთ საშუალებას დაუკრათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მაღალი ხარისხის ჟღერადობით.
როგორც ხელსაწყოს JamStack-ის შემქმნელები ამბობენ, მუსიკოსს შეუძლია დაუკრას ნებისმიერ ადგილას, სახლში ან მეგობრებთან ერთად ბუნებაში ყოფნის დროს,როდესაც მასიმპროვიზაციის სურვილი გაუჩნდება. JamStack სულ რაღაც 100 გარმს იწონის და გააჩნია 10-ვატიანი სპიკერი, რომის მეშვეობით ის დაბალ ხმაზეც კი მაღალი ხარისხის ჟღერადობას გამოსცემს, რაც სახლში მეზობლების შეუწუხებლად ვარჯიშის საშუალებას გაძლევთ. გარდა ამისა, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მუსიკას სხვადასხვა ეფექტი დაადოთ და დაკვრის პროცესსში საკუთარი მუსიკაც კი ჩაწეროთ.