პორტუგალიამ მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებოდნენ დროებით მოქალაქეობის უფლება მიანიჭა. აღნიშნული ზომით, ყველა მათგანს საშუალება ექნება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ისარგებლონ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მიგრანტსა და თავშესაფრის მაძიებელს ექნება მოქალაქეობის დროებითი უფლება, რომელიც პორტუგალიის სახელმწიფოს ფარგლებში იფუნქციონირებს.
პორტუგალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 6 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.