პორტუგალიაში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას სახანძრო და სამაშველო სამსახურებს აკისრებს. კატასტროფის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, ხანძრის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე, სამაშველო სამსახურმა დროულად არ იმოქმედა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. პორტუგალიის ცენტრალურ რეგიონში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებამდე გავრცელდა, რასაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 160 კი დაშავდა. ქვეყნის პრემიერ მინისტრი, ანტონიო კოშტა, მომხდარს პორტუგალიის ისტორიაში ყველაზე დიდ ადამიანურ ტრაგედიად აფასებს.