პორტუგალიაში, ალგარვის რეგიონში ტყის ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. Reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლის ჩასაქრობად 700-ზე მეტი მეხანძრე იბრძვის. ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. სამაშველო სამსახურმა ირგვლიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძარი ძლიერმა სიცხემ გამოიწვია, ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ამ რეგიონში 45 გრადუსს აღემატება. გასულ წელს პორტუგალიაში მძვნვარე ტყის ხანძარს 114 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.