პრემია "იკამ" და "არტარეამ" IKA AWARD 2018-ს უმასპინძლა. გამოფენა დაეთმო ნიჭიერი არტისტების მულტიმედიურ ექსპოზიციას, რომელსაც თავად ამ პრემიაში გამარჯვებული მუსიკოსი ერეკლე გეწაძე ლაივ მუსიკით აფორმებდა. დამთვალიერებლებმა პრემია "იკას" გამარჯვებულების ნამუშევრები იხილეს, მოუსმინეს საინტერესო სტუმრებსა და პრემია "იკას" მიერ გასულ წელს გამარჯვებულ არტისტებს გაეცნენ.
გამოფენა უკვე მეორე წელია რაც ტარდება და მას სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული არტისტები ყავს.