პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა. მან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაშბაშის კანიონი დაათვალიერა, რომელიც ლამაზი ხედებით გამოირჩევა და ევროპის კანიონებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს უნდა გაძლიერდეს შიდა ტურიზმი და ყველამ უნდა „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“.