პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს აფასებს. გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტს წარმატებულს და პროდუქტიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თითოეული შეხვედრა კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული. პრემიერის თქმით, ყველა კომპანიის წარმომადგენელი თუ ინვესტორი საქართველოს, როგორც რეგიონული წარმომადგენლობისთვის ლოკაციის ძალიან სწორ ადგილს განიხილავს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოვედი, აბსოლუტურად ყველა მონაწილემ აღნიშნა საქართველოში არსებული პროგრესი და ამ პროგრესის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი