პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. როგორც გახარია ამბობს, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის. პრემიერი ასევე ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას მოწოდებასაც გამოეხმაურა რურუას შეწყალებაზე და აღნიშნა, რომ შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა და მას წარმოდგენა არ აქვ პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა რურუას.