პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ომის ვეტერანებს შეხვდა და ვეტერანთა დღე მიულოცა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ხედავდეს სასიქადულო და საამაყო სახეებს, იმ ადამიანებს ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიას ქმნიდა.
ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.