საქართველო იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისთვის, რომ რეგიონში წამოსული ინვესტიციის დიდი ნაწილი მოხვდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ლარის კურსის გაუფასურების თემას გამოუხმაურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები.