27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე წასდგება. პრემიერი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას გეგმავს.
გარდა ამისა, პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში მისვლას კიდევ ერთხელ აპირებს, ამჯერად ინტერპრელაციის წესით.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მარ პრემიერ-მინისტრთან არაერთი კითხვა აქვთ რომლის დასმასაც გეგმავენ. მათ შორის ოპოზიცია აპირებს ისაუბროს გაზპრომის თემაზეც და კიდევ ერთხელ მოითხოვოს რუსულ გაზზე გაფრომებული ხელშეკრულების გასაჯაროვება.