საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს გეგმას, რომელიც გიორგი გახარიას თქმით, საშუალებას მოგვცემს ეკონომიკის გახსნა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ.