ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას უმრავლესობასა და ოპოზიციაში აფასებენ. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კითხვებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რომან გოცირიძემ 5 წუთიან გამოსვლაში 8 ტყუილი თქვა. კობახიძის შეფასებით ოპოზიციის მხრიდან დემაგოგიას აქვს ადგილი და მათ პრემიერის მხრიდან საკადრისი პასუხი მიიღეს. კობახიძის განცხადებას რომან გოცირიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი რვავე კითხვა სიმართლე იყო და ყველა ეს კითხვა პრემიერს შუბლში მოხვდა.