საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს. გახარიას თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენამდე მოსახლეობის მომარაგება და ვერტმფრენებით მომსახურება მოხდება და არანაირი პრობლემა მათ არ ექნებათ.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როგორც კი გზა გაიხსნება ადგილზე გეოლოგები მივლენ და შეისწავლიან ნიადაგს და ღვარცოფულ ქანებს.