პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობის შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა ადასტურებს რომ ქვეყანაში სიტუაცია რთულდება და ტემპი ინფიცირების მატულობს.
გიორგი გახარია დაინტერესდა რამდენად მზად არის სოფლის 1200-მდე ექიმი და 2000-მდე ოჯახის ექიმი, ვინაიდან მისი თქმით, სწორედ ეს რგოლი იქნება ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეეძლება ჯანდაცვის ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს.