ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დირექტორთა საბჭომ, თავის ოფიციალურ საიტზე დაწერა, რომ ყველა პროფესიონალური ლიგის შეჯიბრის განახლება ქვეყანაში 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. მიზეზი, ცხადია კორონავირუსია. ადრე აცხადებდნენ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი 4 აპრილს განახლდებოდა. დიდ ბრიტანეთში დღეისათვის კორონავირუსით დაინფიცირების 2 626 შემთხვევაა დაფიქსირებული.