საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ფინანსთა მინისტრს ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოების მონაწილეებზე პრემიების გაცემის საკითხის მოგვარება დაავალა.როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ამ სამუშაოებში დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. კვირიკაშვილმა ყველა მათგანს მადლობა გადაუხადა.პრემიერის თქმით, არსებობდა ტყის დიდი მასივის განადგურების რისკიც, თუმცა ეს გამოწვევა დაიძლია.