პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში თავდაპირველად ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის შეკითხვას პასუხობს.
შეკითხვა კი ქვეყანაში არსებულ სიღარიბის მაჩვენებლს შეეხება. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის შეკითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში 2012 წლის შემდგომ სიღარიბე ორჯერ შემცირდა და ეს მსოფლიო ბანკის კვევამაც დაადასტურა.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს ცნება თვითდასაქმებული არ არსებობდა და ახლა ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მას ედავებიან თვითდასაქმებულთათვის ზედმეტი საბუთების მოთხოვნას.